LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GWP-ში ”ბიჯეომ” 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა

91

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს.   „ბიჯეოს“ შვილობილმა კომპანიამ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოში, კერძოდ საგურამოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა ,,მწვანე“ ჰესი ააშენა. „საგურამოჰესის“ მშენებლობისთვის 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. „ბიჯეომ“ კი ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

„საგურამოჰესის“ მშენებლობა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  ინფრასტრუქტურის და რესურსის გამოყენებით გახორციელდა. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება – 32 მლნ.კვტსთ. ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს და წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.

„მოხარული ვარ, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ წარმატებით ასრულებს ძირითად საქმიანობას და აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის, სწორედ საქართველოში, ქართულ კომპანიებში ინვესტირებას.  ჯამში ,,ბიჯეოს“ მიერ 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ .საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სტაბილურობის გარანტი, სწორედ ქართული კომპანიების გაფართოვება და განვითარებაა. ზუსტად ისე, როგორც ეს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ განახორციელა. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს წარმატება. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირება კი სწორედ ქართული კომპანიების განვითარებაში მოხდება“ –  განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები