LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უპასუხისმგებლო GWP-ს გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი.. დავაჯარიმეთ, მაგრამ 5 000 ლარი არ ანაღვლებთ“ – ვიქტორ წილოსანი

473
395377537_336186519093686_2413166014356962616_n

თბილისში, დიდი დიღმის გზებზე საცობია. გავრცელებული ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდზე წყლის გაყვანილობის დაზიანებამ გამოიწვია.

აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმიანება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი:

„ერთი უპასუხისმგებლო GWP-ს გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი.

ერთია, რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დილის პიკში 351, 304, 335, 321,293, 292, 459,518 ყველა შეფერხებით იმოძრავებს.

ამასთან, ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს, რა ხდება და რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

P.S. ბუნებრივია, დავაჯარიმეთ, მაგრამ 5 000 ლარი არ ანაღვლებთ“, – წერს ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში.

 

ერთი უპასუხისმგებლო GWP Georgian water and power გამო პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი.
ერთია რომ…

Posted by Viktor Tsilosani on სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023

 

მანამდე, დიდ დიღომში არსებულ საცობთან დაკავშირებით ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„რა ხდება, ვინმემ იცით? 42 წუთია პეტრიწიდან გუდვილამდე მოვდივართ, ანუ 500 მეტრს. რას ერჩით დიდ დიღომს? რით ვერ დააპურეთ საკუთარი თანამშრომლები – ყველგან კორპუსებს რომ დგამენ, თხრიან და გვთხრიან?

სადამდეა თქვენი მადა, უგუნურება და კაცთმოძულეობა გაზრდილი? ერთხელ შემოეკვეხეთ ამ #314-ში და იმგზავრეთ. იქნებ რაიმე ადამიანური შემოგრჩათ და შეატოკოთ“, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

 

რა ხდება, ვინმემ იცით?
42 წუთია პეტრიწიდან გუდვილამდე მოვდივართ, ანუ 500 მეტრს (((
თბილისის მერია / Tbilisi City Hall…

Posted by Maiko Marine Kavtarashvili on სამშაბათი, 24 ოქტომბერი, 2023

 

წყალმომარაგების კომპანია GWP-ში „ფორტუნას“ განუცხადეს, რომ ბელიაშვილის და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე წყალმომარაგების დაზიანებულ ქსელზე აუცილებელი ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები გუშინ, 24 ოქტომბერს დაიწყო, თუმცა, დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშოების დრო გაახანგრძლივა.

„გამომდინარე იქიდან, რომ წყალმომარაგების ქსელის დაზიანებული მონაკვეთი, სატრანსპორტო გზის სავალ ნაწილზე მდებარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტის შემცირების მიზნით კომპანიის ტექნიკურმა ჯგუფებმა ქსელზე აღდენითი სამუშაოები 24 ოქტომბერს, 23:00 საათიდან დაიწყეს და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებდნენ.

სამუშაოების ფარგლებში დაზიანების სირთულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა ქსელის 10 მეტრი სიგრძის მონაკვეთის შეცვლა, რამაც აღდგენითი სამუშაოების დრო გაახანგრძლივა. აღსანიშნავია, რომ სამუშოების მიმდინარეობისას, მოსახლეობას წყალმომარაგება არ შეეზღუდა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სამუშოები დასრულდება 13:30 საათზე, რის შემდეგაც საგზაო მოძრაობა სრულად აღდგება. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები