LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერის ხარისხის სტანდარტების დაუცველობის გამო ევროკომისიამ 6 ქვეყნის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

76

ევროკომისიამ ევროკავშირის სასამართლოში ექვსი ქვეყნის წინააღმდეგ ჰაერის ხარისხის სტანდარტების დაუცველობის გამო სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში სარჩელი შეტანილია გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, უნგრეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთმა, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა სარჩელის თავიდან აცილება შეძლეს. ამ ქვეყნებმა კომისიის წინა გაფრთხილებაზე ეფექტიანი რეაგირება მოახდინეს და სათანადო ზომებს მიმართეს.

ევროკომისიის განცხადების თანახმად, გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობის შესახებ ევროკავშირის ნორმები დაარღვიეს, იტალია, უნგრეთი და რუმინეთი კი სასამართლოს წინაშე ჰაერში მყარი ნაწილაკების გაფრქვევის ნორმების დარღვევისთვის წარდგებიან.

სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ქვეყნებს ჯარიმა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები