LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაეროვანი სადღესასწაულო კაბების ახალი კოლექცია ნანა მელქაძისგან

3787

დიზაინერი ნანა მელქაძე უკვე წლებია, ამ სფეროში მუშაობს. წელიწადში რამდენჯერმე ის საკუთარ მომხმარებელს ახალი კოლექციებით ანებივრებს.

ახლახან  საჯარო ბიბლიოთეკაში კრისტი ყიფშიძისა და ელენე დალაქიშვილის მონაწილეობით მორიგი ფოტოსესია შედგა, რომელიც იკა პირველმა გადაიღო.

ახალ კოლექციაში 2017 წლის სადღესასწაულო და გამოსასვლელი კაბებია თავმოყრილი. როგორც ყოველთვის, „ნანა მელქაძის მოდის სახლმა“ ახლაც საკუთარი ხელწერა გამოაჩინა და ხელით შესრულებული ლამაზი ნამუშევრები დაიტანა სხვადასხვა კაბაზე.

კოლექციაში შავთან ერთად, თეთრი, ცისფერი, ვარდისფერი ფერებია გამოყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები