LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად სინჯები თბილისში ოთხ საბავშვო ბაღთან აიღეს

65

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის კვლევებს საბავშვო ბაღებისა და სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე აგრძელებს.

ჰაერში ტყვიის შემცველობის დადგენის მიზნით სინჯები, სააგენტოს სპეციალისტებმა, დღეს ოთხ ლოკაციაზე – ვარკეთილში მდებარე #160-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ორთაჭალა #72 საჯარი სკოლასთან, აღმაშენებლის გამზირზე და მუხიანის დასახლებასთან აიღეს.

ატმოსფერულ ჰაერში სინჯების აღება სპეციალური მოწყობილობის საშუალებით ხორციელდება. კვლევის  შედეგები  უახლოეს დღეებში ეცნობება საზოგადოებას.

ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალი გაფართოვდა. სპეციალისტები აგრძელებენ ყოველკვირეულ კვლევას თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად. კვლევები ხორციელდება, როგორც მოქალაქეების მომართვის საფუძველზე, ასევე, სპეციალისტების მიერ შერჩეულ კონკრეტულ ლოკაციებზეც, მათ შორის სკოლებისა და ბაღების მიმდებარე ტერიტორიებზე.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების შესახებ მონაცემებს ყოველდღიურად აქვეყნებს სააგენტოს ვებგვერდზე წწწ.ნეა.გოვ.გე ასევე, ყოველკვირეულად შესაძლებელია საზოგადოება გაეცნოს ინფორმაციას გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები