LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამოიდარებს საქართველოში: „მომდევნო კვირის პირველი ნახევარი ძალიან გრილი იქნება, მოსალოდნელია ტემპერატურის კლება და ძლიერი წვიმა“

276
როდის გამოიდარებს საქართველოში

არამდგრადი ამინდი საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე მომდევნო კვირის განმავლობაშიც შენარჩუნდება – ამის შესახებ „ფორტუნასთან“ მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა.

როგორც მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი აღნიშნავს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შესაძლებელია წვიმები, ზოგან ძლიერი, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლებაც:

„დღეს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, აღმოსავლეთში შესაძლებელია ელჭექი.

მომდევნო კვირის განმავლობაში კვლავ არამდგრადი ამინდი იქნება. კვირის პირველი ნახევარი იქნება ძალიან გრილი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით მოსალოდნელია ცვალებადი მიმართულების ქარი.

12 მაისს ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით, +20-21 გრადუსამდე დაიკლებს, რაც 13-14 მაისამდე შენარჩუნდება, 15 მაისს კი ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები