LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hard Rock Cafe-ში საახალწლო ღამეს გერმანელი მუსიკოსები გააფორმებენ

46

Hard Rock Cafe-ში საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. კაფეში ახალი წლის აღნიშვნა 31 დეკემბერს 11 საათიდან დაიწყება და გასართობ პროგრამაში მონაწილეობას როგორ ადგილობრივი, ისე უცხოელი მუსიკოსები მიიღებენ.

”ჩვენთან მოსულ სტუმრებს ვპირდებით არა მარტო განსაკუთრებულ ჰარდროკულ განწყობას და საოცარ დეკორაციებს, არამედ ძალიან ნიჭიერ და ყველასთვის საყვარელ მუსიკოსებსაც. 11 საათიდან The Goblins-ები მოგილოცავენ ახალი წლის დადგომას, SALIO გააგრძელებს თქვენს განწყობაზე ზრუნვას პირველი საათიდან, ხოლო მათთვის, ვინც არ იღლება და იცის ჭეშმარიტი ტექნო მუსიკის ფასი 3:00 საათიდან სპეციალურად ბერლინიდან ჩამოსული DJ AMIN ( Bunte Scherben // Leveldva / Berlin ) დაუკრავს”, – განაცხადეს Hard Rock Cafe-ში.

მათივე ინფორმაციით, ეს ყველაფერი ერთ ადამიანზე ჯდება 220 ლარი, ფასში შედის საკვები და ალკოჰოლური სასმელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები