LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰავაიზე ვულკანი გააქტიურდა – დაშავებულია ერთი ადამიანი

101

ჰავაიზე ვულკანი კილა-უეა კიდევ უფრო გააქტიურდა. ვრცელდება ინფორმაცია პირველი დაშავებულის შესახებაც. მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე იმყოფებოდა, როდესაც ლავის შხეფი მოხვდა. დაშავებული დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ვულკანიდან ამოფრქვეულმა ლავამ ბოლო 24 საათში დამატებით 4 შენობა გაანადგურა. ის უკვე ერთ-ერთ ცენტრალურ ავტომაგისტრალსაც უახლოვდება, რაც სანაპირო რეგიონებიდან მოსახლეობის ევაკუაციას უქმნის საფრთხეს. ხელისუფლება შიშობს, რომ ლავამ შესაძლოა ოკეანესაც მიაღწიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები