LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰილარი კლინტონს პნევმონია დაუდგინდა – შეძლებს თუ არა ის არჩევნებში მონაწილეობას

35

ექიმებმა დაადასტურეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონს პნევმონია აქვს და მას პარასკევის შემდეგ მკურნალობენ, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კლინტონის პირადი ექიმი ლისა ბარდაკი ამბობს, რომ დიაგნოზის დადგენისთანავე მას ანტიბიოტიკი დაუნიშნეს.

ავადმყოფობის გამო პრეზიდენტობის კანდიდატმა გადადო კალიფორნიაში გამგზავრება, ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში წინასაარჩევნო ღონისძიებებში უნდა მიეღო მონაწილეობა.

გუშინ კლინტონი 11 სექტემბრის ტერაქტისადმი მიძღვნილი ცერემონიის დროს ცუდად გახდა. ექიმის განმარტებით, „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობა ორგანიზმის გაუწყლოვნების გამო გაუარესდა.

„ტვიტერზე“ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ჰილარის ფეხზე დგომა უჭირს და იგი მიკროავტობუსში დამხმარეებს ხელით შეჰყავთ.

ექიმის განცხადებაში ნათქვამია, რომ კლინტონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები