LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლანდიისთვის „ბუკის“რაკეტის გადაცემაზე პროკურატურა განმარტებას აკეთებს

38

მთავარი პროკურატურა საქართველოს მიერ ნიდერლანდებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტის გადაცემასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

ინფორმაცია საზენიტო დანადგარის გადაცემის შესახებ  რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია RTL Nieuws-მა გაავრცელა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით,  საქართველომ ნიდერლანდებს უკრაინაში ჩამოგდებული „ბოინგის“ კატასტროფის გამოძიებისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცა. ტელეკომპანიის ცნობით, მიმდინარე წლის 21 თებერვალს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვის სამსახურის და უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები საქართველოში სატვირთო თვითმფრინავ Hercules-ით ჩავიდნენ. საქართველოში მათ კომპლექს „ბუკის“ რაკეტა გადასცეს. მომდევნო დღეს თვითმფრინავი ნიდერლანდებში დაბრუნდა და რაკეტა ერთ-ერთ ნიდერლანდურ სამხედრო ავიაბაზაზე ჩაიტანა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით,  უწყებას ნიდერლანდების სამეფოს უსაფრთხოებისა და იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის 27 იანვარს  სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შუამდგომლობით მიმართა.

”ჰოლანდიის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეროვნული სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც „ამსტერდამი – კუალა ლუმპურის“ რეისის სამგზავრო თვითმფრინავის  ავიაკატასტროფას ეხება.  ჰოლანდიური მხარე  სხვა მოქმედებებთან ერთად, საქართველოს  „9M38M1“ ტიპის „BUK“ სისტემის რაკეტის ერთი ეგზემპლარის მიწოდებასაც სთხოვდა. საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებებისა  შესაბამისად, საქართველოს მხარის მიერ დაკმაყოფილებული იქნა შუამდგომლობა და ნიდერლანდების მხარეს გაეწია შესაბამისი სამართლებრივი დახმარება”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ინფორმაციას საზენიტო -სარაკეტო დანადგარის გადაცემაზე  ნიდერლანდების პროკურატურის წარმომადგენელმაც დაადასტურა. მისი თქმით, ნიდერლანდებმა საქართველოს დახმარებისთვის მიმართა, ვინაიდან რეისის კატასტროფის საქმეზე რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის მოპოვება სურდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები