LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავარი პროკურატურა მოკლული მოზარდის, ზაზა სარალიძეს შეხვედრას კიდევ ერთხელ სთავაზობს

82

საქართველოს მთავარი პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამას შეხვედრას კიდევ ერთხელ სთავაზობს. დღევანდელ ბრიფინგზე თბილისის პროკურორმა, მალხაზ კაპანაძემ იმ ახალ ფორმატზე ისაუბრა, რომელის ფარგლებშიც ზაზა სარალიძეს ადვოკატთან ერთად შეხვედრას სთავაზობს.

„შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, მთავარი პროკურორის, მთავარი პროკურატურის წარმომადგენლების, დაზარალებული მხარის, მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის, ერთი, სამი, ხუთი, ათი ადვოკატის მონაწილეობით. მზად ვართ, ამ ფორმატში ვიმსჯელოთ ნებისმიერ მტკიცებულებებზე, წავიდეთ სიღრმეებში და მივიღოთ გადაწყვეტილება ნებისმიერ გადასადგმელ ნაბიჯზე.

„კიდევ ერთხელ მზადყოფნას ვაჟღერებთ ამ ახალი ინიციატივის თაობაზე,“- განაცხადა მალხაზ კაპანაძემ.

ხორავას ქუჩაზე გარდაცვლილი ერთ-ერთი მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის განცხადებით, ეს შეხვედრა, შესაძლოა, დღეს დეპუტატ სოფიო კილაძესთან შეხვედრის პროცესში გაიმართოს.

პოპულალურები