LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლოკოსტის მსხვერპლი სტუდენტები დიპლომებს მიიღებენ

123

ვილნიუსის უნივერსიტეტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის დიპლომებს დაამზადებს. გამოცემა „Jewish”-ის ცნობით, ახალი ინიციატივა ეხებათ იმ ებრაელ სტუდენტებს, რომლებიც ჰოლოკოსტს შეეწირნენ და შესაბამისად, სწავლის დამთავრება ვეღარ შეძლეს. გარდა ამისა, აკადემიური წოდება იმ ახალგაზრდებმაც ვერ მიიღეს, რომლებმაც ლიტვის სახელმწიფო უნივერსიტეტი მისი დახურვის, ანუ 1943 წლის მარტის შემდეგ დაამთავრეს.

აღსანიშნავია, რომ მემორიალური დიპლომების დამზადების იდეა უნივერსიტეტში მას შემდეგ გაჩნდა, რაც ებრაელმა პროფესორმა მოშე ლაპიდოტმა ვილნიუსის ადმინისტრაციას თავისი დაღუპული ბიძის დიპლომი მოსთხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები