LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იარაღს თავდაცვის მიზნით ვატარებ და საკმაოდ ზუსტად ვისვრი”

91

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატიმა ოთარ კახიძემ გუშინდელ აქციაზე ცეცხლსასროლი იარაღით ყოფნის ფაქტზე განმარტება გააკეთა.

ამასთან დაკავშირებით კახიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა. კახიძის განმარტებით, ის იარაღს ლეგალურად ფლობს და საკმაოდ ზუსტად ისვრის.

„ლეგალურად ვფლობ „გლოკ 19“-ს და მაქვს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება, როგორც პარლამენტის წევრს. იარაღის მჭიდში თავსდება 15 ერთეული 9მმ ვაზნა. ზოგჯერ თან დამაქვს სათადარიგო მჭიდიც. ვისვრი საკმაოდ ზუსტად, მიჯრით სროლისას სამიდან ერთი ათიანშია. იარაღს ვატარებ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში თავდაცვის მიზნით“, – დაწერა დეპუტატმა.

მართალიაკახიძეს როგორც პარლამენტის წევრს, იარაღის ტარების უფლება აქვს, თუმცა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, იქონიონ ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი, ადვილაალებადი, რადიოაქტიური ნივთიერება ან ცივი იარაღი.

ფოტო: IPN