LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთარ კახიძე: კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი

2668
Capture

“კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში წერს.

კახიძე ასევე ეხმაურება სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.

“კალაძის მიმართ ცილისწამება, რომ ოჯახი გამოარიდა და სხვები დასახოცად გაიმეტა, არის მორალური ფსკერი.

ხელისუფლება გავაკრიტიკოთ იმისთვის, რომ არაკომპეტენტურები არიან, რადგან ჰქონდათ სიგნალები, რომ ცუდად იყო საქმე და რეაგირება ვერ შეძლეს.

იმისთვის, რომ კრიტიკულ საათებში ღამით ვერ აწარმოეს სამაშველო სამუშაოები.

და ასე ხელაღებით რაღაც საშინელების დაბრალება როგორ შეიძლება?

არა ცილისწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა”, – წერს ოთარ კახიძე.

ვიდეო: როგორ დატოვა კახა კალაძის ოჯახმა შოვი სტიქიამდე

„კახა კა­ლა­ძის ოჯახ­მა, სასტუმრო სტი­ქი­ის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე და­ტო­ვა“ – „Sunset Shovi“-ს წარმომადგენელი

კახა კალაძე: რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო.. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები