„რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
კახა კალაძე სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში მაშველებთან ერთად ეძებენ დაკარგულ მოქალაქეებს.
პრემიერის გადაწყვეტილებით 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა
„მთელი გულით ვუსამძიმრებ შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებს! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც უწყვეტ რეჟიმში მიმდინარე სამუშაოებში, ჩვენს გმირ მაშველებთან ერთად, მონაწილეობს.
ამ მძიმე წუთებში მთელი საქართველო ლოცულობს დაკარგულთა გადასარჩენად“, – წერს კახა კალაძე.
რაჭაში მომხდარმა სტიქიამ შეძრა საქართველო. შეუძლებელია სიტყვებით ასახო ის შემზარავი რეალობა, რაც სტიქიამ დაგვატეხა თავს….
Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Friday, August 4, 2023