„2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეთბოთ ურთიერთობა [რუსეთთან], კულტურული ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ქართველი მომღერლების კონცერტები იმართებოდა, ასევე, მსახიობებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი სიტყვებით, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი გაჩაღდა, [ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების] „მესიჯბოქსი“ შეიცვალა.
„ის რიტორიკა, რაც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც მოხდა 2008 წლის ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპნენ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული იყო ინფრასტრუქტურა, დაკარგული ტერიტორიები, ხომ გვახსოვს ოფიციალური წერილები, განცხადებები, მესიჯბოქი ჰქონდათ, რომ რუსები აუცილებლად ჩამოსულიყვნენ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეთბოთ ურთიერთობა, კულტურული ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ქართველი მომღერლების კონცერტები იმართებოდა, ასევე, მსახიობებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ მათი პატრონების მხრიდან მოდიოდა ეს დავალება, რომ ეს მიდგომა უნდა ყოფილიყო.
მას შემდეგ რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი, შეიცვალა მესიჯბოქსი და პატრონების მხრიდან წამოვიდა სხვა დავალება, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
