LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე – საზღვარგარეთიდან ძალებმა პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, ეს სრული ტყუილია – ჩვენი ერი ღვთისგან საჩუქრად თვლის სტუმარს

109
images (6)

„ჩვენს ქვეყანაში არავინ ექცევა ცუდად ტურისტს, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს – არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რუს სპორტულ ჟურნალისტთან და ბლოგერთან ნობელ არუსტამიანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, საზღვარგარეთიდან მართულმა ძალებმა “ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს” ქართველი ერისა და ინტერესების წინააღმდეგ და ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს, რაც კალაძის თქმით, სრული ტყუილია.

“ჩვენთან [საქართველოში] ძალიან უსაფრთხოა. შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი და მთლიანად საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და უსაფრთხო ქალაქია, მაგრამ ბოლო დროს, სამწუხაროდ, საზღვარგარეთიდან ძალებმა სხვების გავლენის ქვეშ ახალი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყეს ჩვენი ერისა და ჩვენი ინტერესების წინააღმდეგ. ისინი ამტკიცებენ, თითქოს ქართველები ცუდად ეპყრობიან გარკვეული ეროვნების ტურისტებს და მათ მოუწოდებენ, ჩვენთან არ ჩამოვიდნენ.

სპეციალური ყალბი პროფილები, “ბოტები” ავრცელებენ სოციალურ ქსელებში ტყუილს. ისინი წერენ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს მარტო ტოვებენ ტყეში, სპეციალურად უფუჭებენ, მაგალითად, საჭმელს, რომელიც მათ შეუკვეთეს რესტორნებში. და ეს ტყუილის მხოლოდ ნაწილია. შემდეგ, ამ ყალბ ინფორმაციას რეგულარულად ასაჯაროებენ, სამწუხაროდ, დიდი უცხოური ინტერნეტ-საიტები, რომლებსაც მილიონობით აუდიტორია ჰყავთ. შემდეგ მას აქტიურად ავრცელებენ ბლოგერები, რომლებსაც, დიდი ალბათობით, ამ ტყუილის ავტორები აკონტროლებენ. თუ არ მეშლება, ორი-სამი დღის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ საქმიანობის ფაქტზე. ეს კამპანია საზღვარგარეთიდანაა ორგანიზებული და მას ქვეყნის შიგნით უჭერენ მხარს, რათა ზიანი მიაყენონ ჩვენს ეკონომიკას და სახელმწიფოს…

მსურს მართლა, გულწრფელად და ოფიციალურად ვთქვა, რომ მთელი ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელებში სრული ტყუილია. ჩვენს ქვეყანაში არავინ ექცევა ცუდად არცერთ ტურისტს. რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს – არც რუსებს, არც უკრაინელებს, არც ევროპული, აზიური ან სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.

ჩვენი ერი ღვთისგან საჩუქრად თვლის სტუმარს”, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები