LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იავნანას“ ეგიდით, დავით ალადაშვილის კონცერტი გაიმართება

112

ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, დავით ალადაშვილი ფონდ „იავანანას“ ეგიდით, პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. შესრულდება ბახის, შუმანის, ბეთჰოვენის, ლისტისა და შოპენის ნაწარმოებები.

„იავნანა“ უერთდება გაეროს ბავშვთა ფონდის „იუნისეფის“ ანტი-სტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“, რომლის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა. ამ ბავშვების თვითრეალიზაციისთვის ხელის შეწყობა, მათი უნარების გამოვლენა და მათი უფლებების პატივისცემა.

საქველმოქმედო კონცერტის დასასრულს გაიმართება მიღება, რომელზეც გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ორკესტრის მუსიკოსები შეასრულებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები