LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური გარდერობის რვა წესი

739

ნებისმიერი ქალის გარდერობში უნდა იყოს რვა შეუცვლელი ნივთი, რომლებიც არც აქტუალურობას კარგავენ და მშვენივრად ერგებიან ერთმანეთს.

ლეოპარდის პრინტი – მოდური და კლასიკური ელემენტია, რომელიც წლებია ტრენდშია და ყოველთვის წაუგებელი ვარიანტია.

ვიწრო შარვალი – გრძელი და მოხდენილი ფეხების საიდუმლო არა მხოლოდ ფიტნესში, არამედ კლასიკურ ვიწრო შარვალშია.

თამამი აქსესუარი – მასიური სამაჯური ძვირფასი ქვით ან ოქროს სამკაული იდეალურად დაასრულებს და მეტ მრავალფეროვნებას შესძენს ერთი ფერის ტანსაცმელს.

მაღალი ქუსლები – ყველამ კარგად იცის, რომ მაღალი ქუსლი ფეხს „აგრძელებს“, ფიგურას კი, ბევრად მოხდენილად აჩენს. ასე რომ, თამამად შეიძინეთ თუნდაც ერთი წყვილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი!

ფერადი ტანსაცმელი – თუ ფიქრობთ, რომ მუქი ტანსაცმლით იდეალურ გარდერობს შექმნით, ძალიან ცდებით, რადგან ეფექტური იმიჯის შესაქმნელად აუცილებელია კაშკაშა ფერები.

თამამი ექსპერიმენტი – თქვენს საყვარელ ნივთად იქცევა ნაქსოვი უსახელო ჯემპერი, რომელიც ნებისმიერი ფერის და ფაქტურის ტოპთან ერთად შეგიძლიათ ატაროთ.

პატარა შავი კაბა – დიზაინერები ყოველთვის ითვალისწინებენ მოდურ ტენდენციებს და ხშირად ქმნიან მოდელის ახალ ვარიანტებს – პატარა შავი კაბა თავისუფლად შეიძლება იყოს როგორც გრძელი სახელოებით, ისე საერთოდ უსახელოდ, როგორც სადა და ერთი ფერის, ისე დეტალებით გამდიდრებული.

სწორად შერჩეული ჯინსები – ვიწრო შარვალს ერთდროულად ზედმეტი კილოგრამების შენიღბვაც შეუძლია და იმ კრიტიკული ადგილების ხაზგასმაც, რომლის დამალვასაც ცდილობთ. იყავით ფრთხილად და შეარჩიეთ თქვენი ფიგურის შესაფერისი მოდელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები