LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე : გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი

92

„იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს,“ – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სადღესასწაულო ქადაგებაზე სვეტიცხოველში განაცხადა. მან სრულიად საქართველოს მიულოცა დღევანდელი დღესასწაული და ტაძარში მყოფი პრემიერ-მინისტრი დალოცა.

„დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში“, – განაცხადა ილია მეორემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები