LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე : ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს

73

პატრიარქი მიიჩნევს, რომ „ხალხს უნდა მისცენ პასუხი, რადგან ხალხი ღელავს. ამის შესახებ ილია მეორემ გიორგი მარგველაშვილთან და სასულიერო პირებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„საქართველოს ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ასეთი შემთხვევა. ეს არის არამარტო ეკლესიის პრობლემა, არამედ ერის პრობლემა და სახელმწიფოს პრობლემა, ამიტომ ჩვენი ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერთოს ამაში და ვფიქრობ, რომ თქვენ გრძნობთ ამის მნიშვნელობას. უკვე მოდის გამოძახილი უცხოეთიდან, კითხულობენ, რა ხდება საქართველოში, ხოლო ჩვენ არა გვაქვს გარკვეული პოზიცია, გარკვეული გამოძიება. ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ, ერთობლივი გამოძიება უნდა შედგეს სახელმწიფოსა და ეკლესიისა. ხალხს უნდა მივცეთ პასუხი, ხალხი ღელავს. ვფიქრობ, რომ ყველაფერი დამშვიდდება და კარგად იქნება, მაგრამ ყოველ მოვლენას თავისი სახელი უნდა დაერქვას, რათა ხალხი დაკმაყოფილდეს და დამშვიდდეს“, – განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები