LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილო ბეროშვილს კონკურენტი გამოუჩნდა – ლუკა თარხან-მოურავი: „36 ენის პაროდიას ვაკეთებ…“

503

სანტების კონკურსის ერთ-ერთი მონაწილე მსახიობი ლუკა თარხან-მოურავია. მან ჟიურის წევრებს თავისი გამორჩეული ნიჭით მოაწონა თავი. ლუკას სხვადასხვა ენის მიბაძვა შეუძლია, რაც ვიდეოშიც კარგად ჩანს. ბევრი ამბობს, რომ ილო ბეროშვილს, რომელმაც თავის დროზე სახელი ამ ნიჭითაც გაითქვა, კონკურენტი გამოუჩნდა.

ჩვენ მსახიობს დავუკავშირდით იმის გასაგებად, რთულია თუ არა სხვადასხვა ენაზე ალაპარაკება, მით უმეტეს, როცა ის ენები არ გესმის.

ლუკა თარხან-მოურავი:

ზოგადად, მაქვს აბსოლუტური სმენა და ვმღერი. შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, ვმღეროდი გუნდში, თუმცა საესტრადო მიმართულებით მინდა წასვლა, მომწონს ჯაზ-როკი, მაგრამ ახლა სიმღერით არ მინდა თავის გამოჩენა, რომ მომღერლის იარლიყი მომაკრან. მინდა, ხალხმა ჯერ მსახიობობით გამიცნოს და შემდეგ გამოვჩნდები, როგორც მომღერალი.

რაც შეეხება ენების პაროდირებას…  

რუსული ვიცი, სრულყოფილად, ქართულივით, გერმანული ისე რა, ინგლისური სრულყოფილად.  დანარჩენ ენებს არ ვფლობ, უბრალოდ, აქცენტებს ვითვისებ. ფრანგული აქცენტი ავიღე, როდესაც ვმუშაობდი „ვორნერ ბრაზერსის“ პროდაქშენთან, მიშელ ჰაზანავიჩუსის ფილმზე, მეორეხარისხოვანი როლი მქონდა,  ვთამაშობდი ჯარისკაცს, მეტსახელად სტაფილოს (იღიმის).ეს არის მესამე პროექტი „ქერჩის“ ჩათვლით, რომელშიც ჯარისკაცს ვთამაშობ. რუსეთშიც მქონდა გადაღება, ორი მთავარი როლი და ერთი მეორეხასრისხოვანი. ახლა გამოვა ეს ფილმები.

ენებს რაც შეეხება, როდის განავითარე ეს ნიჭი და ელოდი თუ არა, რომ სოცქსელში ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა?

ეს ყოველივე ვიცოდი და მინდოდა ჩემ მიერ შესრულებული აქცენტების გადაღება. ერთ უცხოელს აქვს გადაღებული და 45 მილიონი ნახვა აქვს, „იუთუბზე“. მგონია, მე უკეთესად გამომდის. სანტას კონკურსში ჩემი ნიჭის მხოლოდ მცირე ნაწილი წარმოვდგინე. სახლში მაქვს სია გამოკრული, ჩამოვწერე ის აქცენტები, რომლებსაც ვაკეთებ,დავითვალე და 36-ია, მათ შორის შოტლანდიური, ყაზახური, კალიფორნიული და ა.შ.  მინდა პროფესიონალური, მაღალი ხარისხის ვიდეოს გადაღება.  შეიძლება, გადაღებამდე უფრო მეტი აქცენტის ათვისება მოვასწრო. დიდი ხანია, დაგეგმილი მაქვს და იმედია, მოვახერხებ გადაღებას.

ილო ბეროშვილმა თავის დროზე ამით გაითქვა სახელი, რომ შეეძლო რამდენიმე ენის პაროდირება…

ილო უფრო ალბათ, პაროდისტია, როგორც მსახიობი, ვერ დავინახე. უბრალოდ, ძალიან საინტერესო ადამიანია, რომლის მოსმენაც შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც მსახიობს, ვერ აღვიქვამ.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/1021307361260783/” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები