LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში 15 ადგილას სელფის გადაღება აიკრძალა

40

ინდოეთის პოლიციამ მუმბაიში 15 ადგილას სელფის გადაღება აკრძალა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

აკრძალვა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ ადგილებსაც შეეხო.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიღეს, რაც რამდენიმე დღის წინ სელფის გადაღებისას ზღვაში 18 წლის გოგო დაიხრჩო.

გასულ წელს ინდური ფესტივალის მიმდინარეობისას სელფისთვის აკრძალული ზონები ხელისუფლებამ ასევე უსაფრთხოებისთვის დააწესა. ყველა ასეთ ადგილას საგანგებო ამკრძალავი ნიშანი დგას.

მუმბაის პოლიციის წარმომადგენელი დჰანანჯაი კულკარნი ამბობს, რომ ადგილები, სადაც სურათების გადაღება აკრძალულია, ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია.

გასულ კვირას სამი გოგო ბანდრაში ზღვასთან ახლოს სურათის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც ისინი წყალში გადაცვივდნენ. ორი მათგანის გადარჩენა მოხერხდა, ერთი კი – დაიხრჩო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები