LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წელს 270 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული

33

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული ბიუჯეტია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს ”საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის“ მაჩვენებლები გააცნო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

”2017 წლის ბიუჯეტი ეკონომიკურ ზრდაზე მიმართული ბიუჯეტია და სწორედ ეს იყო საბაბი იმისა, რომ დაახლოებით 600 მილიონი ლარი გამოიყო ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის და ეს არ არის პროექტები, რომლებიც უბრალოდ მშენებლობის დროისთვის დააჩქარებს ეკონომიკის ზრდას, ეს არის პროექტები, რომელთა განხორციელების შემდგომაც საქართველოს ექნება პოტენციალი უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების. სწორედ ამ ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებამ უნდა მოგვცეს შედეგი, რომ საქართველოს ექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა”, – განაცხადა კაკაურიძემ.

მისივე ინფორმაციით, წელს 270 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ვიდრე გასულ წელს იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები