LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ 

478
Untitled design

სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირებს, რომლებიც დასაქმებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, სოციალურად დაუცველის სტატუსი გაუუქმდეთ. აღნიშნულ მექანიზმზე სახელმწიფომ მუშაობა უკვე დაიწყო.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აღნიშნავს, რომ არის ათასობით ვაკანსია, რომელსაც სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოქალაქეები არ იყენებენ:

„სოციალურად დაუცველი სტატუსი არ უნდა იყოს იმისკენ მიდრეკილი, რომ მოსახლეობამ არ იმუშაოს. შრომისუნარიანი მოსახლეობა უნდა მუშაობდეს. ამ მიზნით გვაქვს ჩვენ სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების პროგრამა. სწორედ ეს არის ამ პროგრამის პირველი ეტაპი. ამ პროგრამამ მინიმუმ, 2-3 წელი უნდა იმუშაოს. შემდეგში კერძო სექტორში არსებული ვაკანსიების ათვისება უნდა დავიწყოთ, მათ შორის, ამ ადამიანების მიერ.

კერძო სექტორში ათასობით ვაკანსიაა, რომელსაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ იყენებს ის მოსახლეობა, რომელსაც აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ჩვენი მიდგომა იქნება, რომ ეტაპობრივად შევძლოთ, მაქსიმალურად დასაქმდნენ ეს ადამიანები და სოციალურად დაუცველის შემოსავლის ნაცვლად, თავიანთ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული. ცალკე თემა იქნება, რომ ჩვენ სოციალურად დაუცველებს, ვინც დასაქმდებიან, შევუნარჩუნებთ იმ პაკეტს, რაც სოციალურად დაუცველებს აქვთ, მაგრამ ამავე დროს, შრომისუნარიანი ადამიანები უნდა იყვნენ მიდრეკილები იქით, რომ კერძო სექტორში იმუშაონ,“ – განუცხადა გიორგი კაკაურიძემ „ინტერპრესნიუსს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები