LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლია: „ვიცი, პირადი კადრებით ვინ მაშანტაჟებდა…“

28

ინგა გრიგოლია 28 თებერვლიდან ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში „რეაქციას“ წაიყვანს, რომელსაც მაყურებელს განახლებული სახით წარუდგენს. ამ სიახლესთან დაკავშირებით ინგა ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა.

ინგა გრიგოლია აღნიშნავს, რომ დიდი ხანია, მიხვდა, ჟურნალისტიკაში სხვების მხარდაჭერის იმედად არასდროს უნდა იყო – „გრიგოლია ხომ დასახური იყო“, „გრიგოლია ხომ ხმაურიანი იყო“, „როგორ შეიძლებოდა ასეთი შოუ“… – „ფეისბუქზე“ ალბათ ბევრჯერ წაგიკითხავთ ჩემი კოლეგების მოსაზრებები. ამ თემებზე ახლა უკვე მათ მოუწევთ ლაპარაკი ან არ მოუწევთ, წავლენ და გაჩუმდებიან. არც ამაზე ვდარდობ დიდად…

„რუსთავი 2“-ის გარდა, სულ 3-4- ადამიანი მახსენდება, რომლებიც ამ თემებზე საუბრობდნენ, ეთერიც კი არავის დაუთმია ჩემთვის. არა მხოლოდ გადაცემის დახურვის შემდეგ, ფარულად გადაღებული კადრებით შანტაჟის დროს, არც ერთ ტელეკომპანიას ჩემთვის ეთერი არ დაუთმია. იმაზე სალაპარაკოდ, თუ რამხელა ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში, ნინო ზაუტაშვილმა მიმიწვია, ასევე „რუსთავი 2“-მა. ყველა იმკის იმას, რასაც იმსახურებს“.

ინგას თქმით, იცის, ვინ შეიძლებოდა დაინტერესებულიყო მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით – „ბევრი ინფორმატორი მყავს და ინფორმაციაც მაქვს, ზეპირად ვიცი, ვინ იყო ამის გამკეთებელი, ვისი ინტერესით და დავალებით ხდებოდა ეს, რა ჯგუფი იდგა ამის უკან და ა.შ. უბრალოდ, მტკიცებულებები არ მაქვს. დიდი ხანია, გამოჟონა ინფორმაციამ, ეს ყველაფერი როგორ იგეგმებოდა.

ახლა მტკიცებულებების გარეშე საუბარი არ შემიძლია, მაგრამ დადგება დრო და საზოგადოება ამას აუცილებლად გაიგებს. ეს არ იყო ორი, სამი ადამიანის აკვიატება, ძალიან დიდ პროცესებთან გვქონდა საქმე. პოლიტიკოსებს ეხებოდა საქმე, ასევე ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას…

რამდენი რამე არ ვიცით კიდევ, ადამიანები პოლიტიკიდან საერთოდ გაქრნენ. სად წავიდნენ? თქვენ არ გაქვთ კითხვები? მართლა ყველამ ერთ დღეს გაიღვიძა და თქვა, პოლიტიკაში აღარ მინდაო? ვინ რითი დააშანტაჟეს, კაცმა არ იცის“ – აცხადებს ტელეჟურნალისტი ჟურნალ „სარკესთან“ ვრცელ ინტერვიუში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები