LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინგლისურის დროებს მეგრელი ბავშვი ყოველთვის ყველაზე კარგად გაიგებს”

149

სოციალურ ქსელში გიო თოდუა მეგრული დიალექტის უნიკალურობაზე წერს. როგორც ის ამბობს, მეგრული ენა ძალიან სრულყოფილია და უნიკალური სინტაქსი და მორფოლოგიური თავისებურებები გააჩნია.

ამის არგუმენტად თოდუას რამდენიმე მაგალითი მოჰყავს:

“ვინც მეგრელებს დაცინის!!!ინგლისური ენა ვინც იცით, შეგახსენებთ, რომ ინგლისური ენის დროთა სისტემაში არის ასეთი დრო: Future Continuous Tense, ანუ მომავალი განგრძობითი დრო, რომელიც გამოხატავს მოქმედებას, რომელიც მიმდინარე პროცესი იქნება მომავლის კონკრეტულ მონაკვეთში, მაგალითად, “ხვალ ხუთ საათზე მე მანქანის რეცხვის პროცესში ვიქნები”. ეს წინადადება ძალიან არაბუნებრივად ჟღერს ქართულად და რეალურად ასეთი წყობა სტილისტური ხარვეზია, მაგრამ ინგლისურად ის მშვენივრად აღიქმება: I will be washing my car tomorrow at 5 o’clock. აქ ძირითადი ზმნა როგორც იცით არის “wash”, ხოლო “will be” დამხმარე ზმნა უბრალოდ ეხმარება ძირითადს აზრის შექმნაში. საინტერესო ისაა, რომ ეს გრამატიკული დრო არ არსებობს ქართულ ენაში (ამიტომაც ჟღერს მისი გადმოქართულებული ვარიანტი სისულელედ და ბევრი ბავშვი უბრალოდ ვერ იგებს), მაგრამ იგი არსებობს და აბსოლუტური ფუნქციით გამოიყენება მეგრულ ენაში, და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, არის ის, რომ საწარმოებელი “to be”დამხმარე ზმნა, ანუ “ყოფნა”, გამოიყენება აქაც აზრის გამოსახატად. ამიტომ მეგრელი ამბობს: “მა ბრჩხუნდე იი მანქანას”. ეს “იი”, ქართულად არის “იქნება”, ანუ ინგლისური “will be” დამხმარე ზმნა, რომელიც დართულია ძირითად ზმნაზე “ბრჩხუნდე”, ქართულად “ვრეცხავდე”, ანუ ჯამში ვიღებთ ” ხვალ მე მანქანას ვრეცხავდე იქნება”. ახლა ხვდებით რატომ უშვებენ მეგრელები და მხოლოდ მეგრელები ამ გრამატიკულ შეცდომას? ის პირდაპირ თარგმნის თავისი ენის გრამატიკულ სქემას, როცა მის ალტერნატივას ვერ ხედავს მეორე ენაში.

ქართული ენა ვერ გვაძლევს გაფართოებისა და ფრთების გაშლის საშუალებას, სამაგიეროდ ინგლისურის დროებს მეგრელი ბავშვი ყოველთვის ყველაზე კარგად გაიგებს :დ მადლობა 😀

P.S. ეს და კიდევ მრავალი სხვა არგუმენტი არის იმის მტკიცებულება, რომ მეგრული არ არის დიალექტი. მას თავისი უნიკალური ბგერათა სისტემა, უნიკალური სინტაქსი და მორფოლოგიური თავისებურებები გააჩნია, საერთოდ არაფერი რომ ვთქვათ ლექსიკაზე”, – წერს თოდუა სოც.ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები