LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინსტაგრამი” დეპრესიული სოციალური ქსელია

37

„ინსტაგრამი“ სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ყველაზე მეტ საფრთხეს უქმნის, ამის შესახებ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგებშია ნათქვამი, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

კვლევაში მონაწილეობა 1479 ადამიანმა მიიღო, მათი ასაკი 14-დან 24 წლამდეა. მონაწილეებს სთხოვეს, შეეფასებინათ, ხუთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელიდან – “იუთუბი”, “ინსტაგრამი”, “სნეფჩეთი”, “ფეისბუქი” და “ტვიტერი”, რომელს ჰქონდა მეტი ნეგატიური ეფექტი მომხმარებლებზე.

ახალგაზრდებმა სოცქსელებს ქულები 14 კრიტერიუმის მიხედვით დაუწერეს, კრიტერიუმებში გათვალისწინებული იყო ისეთი პრობლემები, როგორიცაა დაძაბულობა, დეპრესია, მარტოობა…

გამოკითხვის შედეგის მიხედვით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს „იუთუბი“, „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“. ყველაზე ცუდი ქულები კი „ინსტაგრამმა“ და „სნეფჩეთმა“ მიიღო.

„ეს ორი სოციალური ქსელი ითვალისწინებს მხოლოდ ფოტოებისა და ვიდეოების განთავსებას, რაც, როგორც ჩანს, ახალგაზრდებს უჩენს არასრულფასოვნების შეგრძნებას და შფოთვას იწვევს,“ – აცხადებს კვლევის ხელმძღვანელი შირლი კრამერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები