LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება

50

„პრეზიდენტს სამხედრო ძალები არც დღეს ექვემდებარება და არც ხვალ დაექვემდებარება“, – განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საკონტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას გააკეთა.ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის პროექტის იმ თავზე ისაუბრა, სადაც მთავრსარდლის როლია განმარტებული.

„რაც შეეხება თავდაცვის საკითხებს, აქ ითქვა, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს უმაღლესი მთავარსარდალი. უმაღლესი მთავარსარდალი დღესაც ჰყავს ქვეყანას და ხვალაც ეყოლება. ეს იქნება საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა არავინ მოგატუოთ – არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება. ამაშია პატარა ტყუილი, რომელსაც გაპარებენ. უმაღლესი მთავარსარდალი არ ნიშნავს იმას, რომ მას სამხედო ძალები ექვემდებარება, არც დღეს არ ექვემდებარება პრეზიდენტს სამხედრო ძალები და არც ხვალ არ დაექვემდებარება“, – განაცხადა კობახიძემ.

კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ქუთაისიდან დაიწყო. თბილისში, ევროკომისართან დაგეგმილი შეხვედრის გამო, განხილვას არ ესწრებოდა საქართველოს პრეზიდენტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები