LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

116
ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, აღინიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის, განსაკუთრებით კი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სატრანსპორტო სექტორის მიმართულებებით.

მთავრობის მეთაურმა ტერეზა ჩერვინსკას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი ქვეყანას სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში უწევს.

თავის მხრივ, ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა, როგორც ევროკავშირის საფინანსო ინსტიტუტმა, განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით.

საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებსაც და აღინიშნა, რომ არსებული ტენდენცია გრძელდება.

საქართველოში ოპერირების დაწყებიდან ევროპის საინვესტიციო ბანკმა საჯარო სექტორში 1,6 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები