LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: “მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი”

54

მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარება, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გნაცხადა. მისი თქმით, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. რაც შეეხება საბოლოო ჯამში ვადებს, მისი თქმით, ეს ვადები შეიძლება სხვადასხვა გარემოებაზე იყოს დამოკიდებული.

“ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას პარლამენტის შიგნით და ამ თანამშრომლობის საფუძველზე იქნება საბოლოო დოკუმენტი მიღებული. მიგვაჩნია, რომ ჩვენი გრძელვადიანი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადავიდეთ საბოლოო ჯამში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე. ასეთია ჩვენი ხედვა სისტემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარებას, ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი. მთავარია, ამ პოლიტიკურმა კომპრომისმა არ დაკარგოს თავისი აზრი. აქ საუბარია საერთო პოლიტიკურ კომპრომისზე. ჩვენი ხედვა არის განსხვავებული პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენ მივდივართ კომპრომისის გამო ამ კონკრეტულ ნაბიჯზე, ანუ ვტოვებთ შვიდი წლით იმ სისტემას, რომელიც მიგვაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არის არასწორი. ამას ვაკეთებთ საერთო პოლიტიკური კომპრომისის ჭრილში. თუ ეს დაკარგავს აზრს, ამ შემთხვევაში შეიძლება გადაიხედოს ჩვენი კონკრეტული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები