LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს Freedom House-სთვის მიკერძოებული ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებს

44

ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არა ერთი შეცდომა Freedom House-ის ანგარიშში და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის აზრით, შეცდომები Freedom House-ის ბრალი არ არის და არასწორი დასკვნა მიწოდებული მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა.

„ჩვენ ვამბობდით, რომ იყო არა ერთი, პრაქტიკულად, ათეულობით შეცდომა. იყო ფაქტობრივი შეცდომები Freedom House-ის ანგარიშში, ამაზე ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება და ძალიან კარგია, რომ თანდათანობით ხდება ამ შეცდომების აღიარება. მე ვფიქრობ, ეს არ არის Freedom House-ის ბრალი, ეს არის იმ მიკერძოებული ორგანიზაციების და იმ მიკერძოებული სუბიექტების ბრალი, რომლებიც აწვდიან არასწორ ინფორმაციას Freedom House-ს. ეს არის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, ეს არის მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტი, რომლის ინფორმაციასაც ეფუძნებოდა Freedom House-ის ანგარიში. სამწუხაროდ, ამ მიკერძოებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბდა არასწორი დასკვნა მთელი რიგი ხარვეზებით,“ – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა საქართველოსთვის მიძღვნილ ყოველწლიურ მოხსენებაში შესწორებები შეიტანა. შესწორებები საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხისა“ და ტელეკომპანია „იმედის“ საკითხებს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები