LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

287

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მააცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად გაუჭირდება და ის საკმაოდ თავდაჯერებულად გამოიყურება პრომოვიდეოში. მის აღწერაში წერია: „ოჰ, გოგონები, ვემზადებით ცხელი ცეკვებისთვის ახალ მონაწილესთან ერთად…“

ვიდეოს უკევ აზიარებენ ქართულ სოცქსელებში და ირაკლის წარმატებას უსურვებენ, რასაც ჩვენც ვუერთდებით!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები