LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულ თამთა ჯანჯღავას ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

78

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის გამო დაკავებულ თამთა ჯანღავას ბრალი ოფიციალურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, რასაც ჯანჯღავა არ ეთანხმება.  ბრალდებული ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ჯანჯღავას ადვოკატის, ავთანდილ ბუაძის განცხადებით, კონფლიქტის მოტივი ვალი გახდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თამთა ჯანჯღავა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილებაში  მე-11 განყოფილებიდან დაკითხვის დასრულების შემდეგ, გვიან ღამით გადაიყვანეს. დაათვალიერეს ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილი, საიდანაც დე-ენ-ემის ნიმუშების აიღეს.

ადვოკატის ინფორმაციით, კონფლიქტის მოტივი ვალი გახდა.

“რაც ამ ეტაპზე შევძელი თვალი გადამევლო, მოტივი საქმეში ბუნდოვანია. საქმე საკმაოდ მოცულობითია და ბევრი შეუსაბამობაა, რაც ერთი თვალის გადავლებით შეიმჩნევა. დაცვის მხარის მიერ ყველაფერი გაკეთდება, რომ თამთა ჯანჯღავა განზრახ მკვლელობის მცდელობაში გამართლდეს. ის არ აღიარებს ბრალს ამ ფორმულირებით და დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ამჟამად ვიცით, კონფლიქტის მიზეზი არის ვალი. რისი ვალია და რა წარმოშობის ვალია, ამას შემდეგ დავადგენთ,” – განაცხადა ბუაძემ.

კითხვაზე – გამორიცხავს თუ არა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ვალს, ადვოკატი ამბობს, რომ “არაფრის გამორიცხვა აქ არ შეიძლება”.

ბრალი წარედგინა ამავე საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის.

„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ ორი ქალი 26 ივნისს დააკავა. ერთს მკვლელობის მცდელობას, მეორეს კი ფაქტის შეუტყობინებლობას ედავებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები