LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებს დამნაშავეები უწოდა

90

ირანის ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელებს დამნაშავეები უწოდა. „დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ ნახავენ, როგორც გასულ წლებში ვერ ნახეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ“, – დაწერა აიათოლა ხამენეიმ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.

პოპულალურები