LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისნის ბაზრობაზე დამწვარ ჯიხურებს ბაზრობის მფლობელი კომპანია აღადგენს

83

ისნის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულთა და ბაზრობის ადმინისტრაციას შორის შეხვედრა, რომელზე დასწრების უფლება ჟურნალისტებს  არ მიეცათ,  ცოტა ხნის წინ დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაზრობის ადმინისტრაციამ წერილობით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ  შპს “ტრანსსერვისი” დაზარალებულებს მოუწოდებს, მიყენებული ზიანი დროულად აღწერონ.

ამასთან, განცხადებაში ნატქვამია, რომ  „შპს ტრანსსერვისი გამოძიების დასრულებამდე ნებაყოფლობით, საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს ტერიტორიის გაწმენდას და იმ ჯიხურების აღდგენას, რომლებიც განადგურდნენ 2017 წლის 19 ივლისს გაჩენილ ხანძრის შედეგად”.

“აღნიშნულთან დაკავშირებით მოგიწოდებთ, აქტიურად ჩაერთოთ პროცესში, დროულად აღწეროთ ქონება და შეაფასებინოთ მიყენებული ზიანი, მიიღოთ მონაწილეობა ქონების გადარჩევაში, ჯიხურებისა და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში, გადარჩენილი ქონების გატანასა და ჯიხურების აღდგენაში, რაც მოგცემთ საშუალებას, უმოკლეს ვადაში შეძლოთ საქმიანობის გაგრძელება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

დაზარალებულებს მხოლოდ დღეს მიეცათ დამწვარი მაღაზიების დათვალიერების საშუალება. მოვაჭრეების თქმით, ზარალი საკმაოდ დიდია.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად, ისნის ბაზრობაზე 38 მაღაზია დაიწვა.

პოპულალურები