LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ისწავლე, დაზოგე, გამოიმუშავე” – საქართველო გლობალური ფულის კვირეულს აღნიშნავს

87

საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებითა და მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, კომერციული ბანკების, ტექნოპარკის, საჯარო სკოლებისა და უნივერსიტეტების ჩართულობით გლობალური ფულის კვირეული საქართველოში წელს უკვე მეოთხედ აღინიშნება.

გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში მრავალი ღონისძიება და აქტივობა არის დაგეგმილი, საქართველოს ეროვნული ბანკის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართული სკოლის ორგანიზებით, ჩატარდება ხატვის, ფოტოგრაფიისა და ესსეების კონკურსი ბავშვებისთვის საინტერესო ფინანსურ და სამეწარმეო თემებზე.

საუკეთესო ნაშრომების შედარებით მცირეწლოვან ავტორებს საქართველოს ეროვნული ბანკი ყვარელში, ფულისმუზეუმში უმასპინძლებს, სადაც მოსწავლეები მოისმენენ ლექციას ეროვნული ბანკის ისტორიისა და ფუნქციების, კომერციულიბანკების საქმიანობის, ფულის ისტორიისა და “გლობალური ფულის კვირეულის” შესახებ. გამარჯვებულ უფროსკლასელებს კი საქართველოს ეროვნული ბანკი საკასო ცენტრში მიიწვევს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ საკასო ცენტრი, შემდგომ კი ახალგაზრდები ფინანსური განათლებისა დაჩართულობის საკითხებზე საქართველოს ეროვნულიბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან ერთად იმსჯელებენ, და მიიღებენ სამახსოვრო საჩუქრებს, მათ შორის, “ფინკაბანკისგან”. გარდა ამისა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები ეწვევიან ტექნოპარკს, სადაც  მოისმენენ ლექციას ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის შესახებ, და გაეცნობიან სტარტაპების საქმიანობას.

წლევანდელი გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში კომერციული ბანკების ჩართულობით დაგეგმილია გარკვეულიაქტივობები, კერძოდ, “ფინკა ბანკი”, “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი” ბავშვებს არაერთ სახალისო-შემეცნებით პროექტსშესთავაზებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს-ინკუბატორი კისხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობას განახორციელებს.

გლობალური ფულის კვირეული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყოველწლიურად, მარტის თვეში იმართება, და მისი მთავარიმიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა თაობაში ფინანსური და ეკონომიკური ცოდნის ამაღლებას. კვირეულის ფარგლებში, ბავშვებიდა ახალგაზრდები ერთვებიან ფინანსების, ბავშვთა უფლებებისა და მეწარმეობის საკითხების შესახებ საუბარში. წლევანდელიკვირეულის გზავნილია: “ისწავლე. დაზოგე. გამოიმუშავე.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები