LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების რეფორმაზე იმსჯელეს

88

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს „კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატის  შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმის შესახებ ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში ცვლილებები დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და იუსტიციის სკოლასთან დაკავშირებით.  შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, იმ სამუშაო გეგმაზე, რომელიც მომავალი წლიდან ამ რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს.

კომიტეტში შქმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ხელისუფლების სამივე შტოა ჩართული – საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება და, ასევე, რამდენიმე საერთაშორისო, ჩვენი  პარტნიორი დონორი ორგანიზაცია. ძალიან დიდი ინტერესია ამ რეფორმის მიმართ, რომელიც გაგრძელება იქნება უკვე გატარებული 3 ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, მნიშვნელოვანია გატარდეს რეფორმა და შეიცვალოს კანონმდებლობა, რომელიც უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის რეგლამენტს, იუსტიციის სკოლასა და მოსამართლეების სკოლას, მოსამართლეების დანიშვნის წესსა და დისციპლინურ პასუხისმგებლობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები