LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ 44 მოსამართლე დანიშნა

100

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლედ უვადოდ გამწესების მსურველი 50 კანდიდატიდან 44 მოსამართლე დაამტკიცა. საბჭომ 6 კანდიდატს:  ცისანა სირბილაძეს, ირაკლი შავაძეს, მიხეილ ბებიაშვილს, კობა გოცირიძეს, ეკატერინე პართენაშვილს და დავით კეკენაძეს   მოსამართლედ უვადოდ განმწესებაზე უარი უთხრა.

უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეთა სიაში იყვნენ ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრი რევაზ ნადარაია და ირაკლი ბონდარენკო, რომლებიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ განამწესა მოსამართლედ.

უვადოდ გამწსებულ მოსამართლეებს შორის არიან ასევე „რუსთავი 2-ის” საქმის მოსამართლე ნათია გუჯაბიძე და მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის მოსამართლე შორენა გუნცაძე.

საბჭოზე კენჭისყრა ფარულად მიმდინარეობდა. მასში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15 წევრი მონაწილეობდა. უვადოდ განმწესების მსურველი მოსამართლე დამტკიცებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს არანაკლებ 10 წევრი დაუჭერდა მხარს მის კანდიდატურას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება 6 თებერვალს დაიწყო.

უვადოდ განმწესებული მოსამართლეები საქართველოს მთელი მასშტაბით განაწილდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები