LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივნისში ტურისტთა რაოდენობა 43%-ით გაიზარდა

74

ივნისში ტურისტთა რაოდენობა 43%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი კი, 28.5%-ით გაიზარდა, ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 666,493 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 147,7357-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%)-ია.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 328,314 შეადგინა, რაც 98,796-ით მეტია 2016 წლის ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +43%).

”2017 წლის იანვარი – ივნისის თვის მონაცემებით საქართველოს 2,996,170 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 354,471-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +13.4%)-ია. იანვარი – ივნისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 1,309,982 შეადგინა, რაც 295,165-ით მეტია 2016 წლის იანვარი – ივნისის მაჩვენებელზე (ზრდა +29.1%).

2017 წლის იანვარ – ივნისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+7.4%), სომხეთიდან (+16.2%), თურქეთიდან (-15.9%), რუსეთიდან (+27.5%) და ირანიდან (+223.4%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ – ივნისში გამოირჩეოდნენ: ავსტრია +54%, ნიდერლანდები +36%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +28%, საფრანგეთი +23% და ლიტვა +17%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +223%, უზბეკეთი +163%, საუდის არაბეთი +159%, ინდოეთი +133%, ისრაელი +48% და ჩინეთი +41%.

2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა +23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები