LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯეკოს გოლი ყველაზე კარგია: ბოსნიელებს ლამაზი გოლები გააქვთ (ვიდეო)

36

უეფამ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო გოლის ავტორი გამოავლინა. ყველაზე ლამაზი გოლი „ჩელსი“-„რომას“ შეხვედრაში გავიდა.
ბოსნიელი ფორვარდის ედინ ჯეკოს მიერ 64-ე წუთზე გატანილმა ულამაზესმა გოლმა ხმების 25% მიიღო. ამ გოლით „რომამ“ ანგარიში 2:2 გახადა. საბოლოოდ კი მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

მეორე ადგილზე გავიდა ასევე ბოსნიელი მირალემ პიანიჩის გოლი, რომლითაც მან „სპორტინგთან“ მატჩში გაიტანა და „იუვენტუსისთვის“ საკმაოდ რთულ მატჩში ანგარიში გაათანაბრა.

სამეულს ასრულებს მოსკოვის „სპარტაკის“ ფეხბურთელი დენის გლუშაკოვი. თავის გამოჩენა „სევილიასთან“ დაპირისპირებაში მოახერხა და ანგარიში 3:1 გახადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები