ჯეკპოტი: მანქანა ზებრაზე და ველობილიკზე ერთდროულად დაპარკინგდა

105

სოციალურ ქსელში, პეკინის ქუჩაზე არასწორად დაპარკინგებული ავტომობილის ფოტო ვრცელდება.

სურათზე ჩანს, რომ მანქანა, რომელსაც ქართული ნომრები აქვს, ახალგახსნილ ველობილიკს და ზებრას ერთდოულად კეტავს.

აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას დაპარკინგებისთვის ავტომობილი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ, საპირისპირო ზოლში უნდა გადასულიყო.

ფოტოს სოციალურ ქსელში მომხმარებელი ცოტნე ჯაფარიძე ავრცელებს.

” ამას როგორ გინდა ქართველობაში აჯობო? ერთადერთი ავტობუსის გაჩერებაზე თუ დააპარკინგებ”, – წერენ ფოტოს კომენტარებში.

 

ერთ–ერთმა მომხმარებელმა ნომრის მიხედვით, ჯარიმების ისტორიაც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, პრადოს მფლობელს, “სითი პარკი” ჯარიმებს ხშირად უწერს, თუმცა მას არც ერთი არ აქვს გადახდილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები