LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი ვაჟიშვილთან ერთად პაპარაცების ობიექტივში მოხვდა

85

როგორც ჩანს, ბავშვების ძიძასთან მომხდარი სკანდალური ფაქტის მერე, ჯენიფერ გარნერის ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზე დგება. მსახიობი არ დაშორებულა მსახიობ ბენ აფლეკს, წყვილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და სამ საერთო შვილს ზრდის.

პაპარაცებმა გარნერი ოთხშაბათს 4 წლის ვაჟიშვილთან, სემიუელთან ერთად დააფიქსირეს. დედა-შვილი სახლში მას შემდეგ ბრუნდებოდა, რაც ორი უფროსი ქალიშვილი, ვაიოლეტი და სერაფინა სკოლაში დატოვეს. 44 წლის მსახიობი მაკიაჟის გარეშე იყო და საკმაოდ ბედნიერად გამოიყურებოდა. დედაც და შვილიც სპორტულ ფორმაში იყო გამოწყობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები