LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ გარნერი ყვითელი კაბით საკუთარი ფერმის გახსნაზე (ფოტო)

252

მსახიობმა ჯენიფერ გარნერმა საკუთარი შესაძლებლობები ამჯერად ფერმერის ამპლუაში მოსინჯა. „ერთხელ ფერმაში“ ასე ქვია მსახიობის ახალ საწარმოს, რომელიც ორგანული კვების პროდუქტების წარმოებაზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია მსახიობის ჩაცმულობამ. ის ფერმის გახსნაზე ყვითელ საზაფხულო კაბასა და სანდლებში იყო გამოწყობილი.

ბენ აფლეკის ყოფილი მეუღლე ჯანსაღი ცხოვრების წესის მოყვარულია. მან არაერთხელ განაცხადა ინტერვიუში, რომ ბავშვობაში ორგანურ პროდუქტებს მიირთმევდა, რომელსაც თავად მისი მშობლები ამუშავებდნენ. ამჯერად კი ბიზნესის წამოწყება თავად გადაწყვიტა. ფერმის გახსნის წვეულებას მსახიობის შვილები და უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები