LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯერ 1:1-ია: რა მოხდება ხვალ?

92

თბილისში, “მზიურის” კორტებზე დღეს დაიწყო დევისის თასის გათამაშება. ევროაფრიკული ზონის მეორე ჯგუფის ჩოგბურთელ ვაჟთა გუნდები – საქართველო და ლიტვა პირველ დივიზიონში გადასასვლელი პლეიოფის საგზურისთვის ერთმანეთთან გაარკვევენ ურთიერთობას. ჩვენებმაც და ბალტიისპირელებმაც პირველი რაუნდის შეხვედრები მოიგეს და ზონაში ადგილი დაიბევეს.

დღეს, ერთმანეთს შეხვდნენ ნიკოლოზ ბასილაშვილი და ტადას ბაბელისი.

ჩვენი გუნდის ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დაამარცხა ლიტველთა მეორე ნომერ ტადას ბაბელისი 6-3, 6-2 ,6-0.
მათი პაექრობის შემდეგ კორტი გიორგი ცივაძესა და ლაურინას გრიგელისს დაეთმო. გრიგელისმა დამაჯერებული ანგარიშით 3:0 (6:3, 6:2, 6:2) დაამარცხა ცივაძე და საერთო ანგარიში გაათანაბრა – 1:1.

8 აპრილს ერთმანეთს შეხვდებიან წყვილები: ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე – ლაურინას გრიგელისი, ლუკას მუგევიჩიუსი. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

პირველი ზონის საგზურისთვის საქართველო-ლიტვას შორის გამარჯვებული თურქეთ-შვედეთს შორის უძლიერესს შეხვდება.

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟის ნახვა შესაძლებელია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები