LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯი-ეს-ეფ” ჯგუფი სესხებს 18%-იდან გასცემს

275

საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფი ”ჯი-ეს-ეფ”- ი სესხებს 18-დან  28%-მდე განაკვეთით გასცემს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა ზაზა ნოზაძემ განუცხადა, ”ჯი-ეს-ეფი” სესხებს უძრავი ქონების გარანტიით იძლევა.

”ჩვენთან მოდის კლიენტი, რომელიც ნებისმიერი სახის უძრავ ქონებას, იქნება ეს ბინა, მიწის ნაკვეთი, თუ კომერციული ფართი, ჩადებს სესხის მისაღებად.  კრედიტის დამტკიცება ხდება არაუგვიანეს 1 სამუშაო დღეში, ყოველგვარი საკომისიოსა და დამატებითი გადასახადის გარეშე.  რაც მთავრია, თანხა გაიცემა 10 წლამდე ვადით,  სასესხო დაფარვის გრაფიკი კი დგება შეთანხმებით”, – განმარტა ნოზაძემ. მისივე ინფორმაციით, სესხის ვადამდე დაბრუნებისათვის ასევე არ მოქმედებს არავითარი საკომისიო.

ცნობისთვის, საფინანსო-საინვესტიციო ჯგუფი ”ჯი-ეს-ეფ”- ი 2010 წელს დაარსდა. კომპანია ოფისს თბილისში ფლობს, თუმცა სესხები გაიცემა როგორც დედაქალაქში, ისე რუსთავში, მცხეთაში, ბორჯომში, ბაკურიანსა  და აჭარის რეგიონში არსებულ უძრავ ქონებებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები