LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციები 2023 წლის ნოემბერში

125
01

საქართველოს ეროვნული ბანკი რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, 2.14%-ით გაიზარდა და ნოემბრის ბოლოს 51.19 მლრდ ლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 1.54%-ით, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა კი 2.87%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება დეპოზიტებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 50.42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.17%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 0.14%-ით, მოთხოვნამდე დეპოზიტები კი 1.86%-ით გაიზარდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 49.25% შეადგინა, უცხოური ვალუტით  განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.07%, ევროს წილმა კი 20.14% შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები