LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნი: „დიდი თავგადასავლები გველოდება“

26

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ამალ კლუნი ტყუპებს ელოდება, წყვილის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. რამდენიმე დღის წინ კლუნების მეგობარმა, მეტ დეიმონმა განაცხადა, რომ ჯორჯი უზომოდ გახარებულია ახალი ამბით და ბავშვების დაბადების შემდეგ კარიერაზე დროებით უარსაც იტყვის.

ამ დღეებში კი, კომენტარი თვით მომავალმა მამამ გააკეთა და განაცხადა: „უზომოდ ბედნიერები ვართ. დიდი თავგადასავალი გველოდება“. მსახიობმა თავის ასაკზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ამ საკითხზე ბევრი ახლობელი ეხუმრება (მაისში კლუნი 56 წლის ხდება), თუმცა მისი თქმით, ეს ფაქტი მასზე არ მოქმედებს, ხოლო მისი კოლეგა, ჟან პოლ ბელმონდო, რომელიც 70 წლის ასაკში გახდა მამა, მას სტიმულს აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები