LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლამაზმანი“ ახალი რომანტიკული ფილმის გადაღებებზე, სადაც რიჩარდ გირს ჯორჯ კლუნი ცვლის

183
juliaroberts

ჯულია რობერტსი ამჯერად ავსტრალიაში იმყოფება, სადაც მისი მონაწილეობით ახალი ფილმის გადაღებები მიმდინარეობს. „ბილეთი სამოთხეში“, ასე ჰქვია ახალ ფილმს, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის. სავარაუდოდ, ამ ფილმის მიმართ მოლოდინი ძალიან მაღალია ორი ფაქტორი გამო. ერთი, რომ ესაა პირველი რომანტიკული მელოდრამა ჯულიას კარიერაში ხანგრძლივი პაუზის შედეგ და მეორეც, იმიტომ რომ ჯულიას პარტნიორი, ჯორჯ კლუნია.

ფოტო: 54 წლის „ლამაზმანი“ ვინტაჟური პერანგით – ჯულია რობერტსი ოჯახთან ერთად ავსტრალიაში ისვენებს

ფოტო: ოჯახური ვოიაჟი სიდნეის სანაპიროზე – ჯულია რობერტსის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან და შვილებთან ერთად

ვიცით, რომ ახალ ფილმში ჯულია და ჯორჯი განქორწინებულ წყვილს განასახიერებენ და ერთმანეთს მაშინ ხვდებიან, როცა მათი ქალიშვილი შეყვარებულთან ერთად ავსტრალიის კურორტზე გაემგზავრება. მშობლები ქალიშვილის კვალდაკვალ მიფრინავენ, რათა მას ქორწინება გადააფიქრებინონ და სწორედ აქ იწყება ყველაფერი თავიდან. ახალ ფოტოებზე, რომელიც დღეს ინტერნეტში ვრცელდება, ჩანს ფილმის გადაღებების კადრები.

ჯულია ვარდისფერ პიჯაკსა და შლაპაშია გამოწყობილი და ერთ-ერთი სცენის გადაღების პროცესშია ჩართული. ფანები წერენ, რომ უმჯობესი იქნებოდა, ფილმში მთავარი როლი რიჩარდ გირს შეესრულებინა, რადგან ეს უკვე საკულტო წყვილია.

ვიდეო: ინტერვიუს დროს, ჯორჯ კლუნს კადრში ჯულია რობერტსი შეეჭრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები