58 წლის ჯულია რობერტსი ნიუ-იორკში ორ შვილთან ერთად დააფიქსირეს. განსაკუთრებული ყურადღება მისმა 19 წლის ვაჟმა, ჰენრი მოდერმა მიიპყრო, რომელიც უკვე საგრძნობლად აღემატება დედას სიმაღლეში.
ოსკაროსანი მსახიობი ისტორიულ Jane Hotel-თან შენიშნეს, სადაც ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ოჯახი ჰენრის 19 წლის იუბილეს აღნიშნავდა.
რობერტსი ელეგანტურად გამოიყურებოდა შავ კოსტიუმში, რომელსაც მან მარგალიტის ყელსაბამი შეუხამა.
„შეხედეთ მის ვაჟს“, „საოცარი შვილები ჰყავს“, „ულამაზესი ოჯახი“, – არ წყდება კომენტარები.
აღსანიშნავია, რომ მსახიობი იშვიათად ჩნდება შვილებთან ერთად საჯარო სივრცეში, რის გამოც ეს ოჯახური გასეირნება მედიისა და მისი თაყვანისმცემლების განსაკუთრებული ინტერესის საგანი გახდა.
„20 წლით ახალგაზრდულად გამოიყურება“ – 58 წლის ჯულია რობერტსი მაკიაჟის გარეშე გამოჩნდა